Accentnews.ge
"საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში რჩება საკითხები,  რომლებშიც პროგრესის მიღწევაა საჭირო"

"საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში რჩება საკითხები, რომლებშიც პროგრესის მიღწევაა საჭირო"

17/12/2019 08:16:20 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, სამართალი

საქართველოში აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემაში რჩება საკითხები,  რომლებშიც პროგრესის მიღწევაა საჭირო.

„სწორედ ამ მიზეზის გამო, აშშ-მა წლების განმავლობაში 30 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია დააბანდა, რათა საქართველოს მთავრობასა და პარლამენტთან თანამშრომლობით შექმნილიყო პროფესიული და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. ამ პერიოდში ჩვენ ვიხილეთ მნიშვნელოვანი პროგრესი. მაგალითად, მოსამართლეების პროფესიონალიზმის ზრდა და ნაფიცი მსაჯულების სისტემის ჩამოყალიბება. ეს არის ის, რამაც რიგითი მოქალაქეების სასამართლოებთან ურთიერთობა გააუმჯობესა.

ასევე, ხაზს გავუსვამდი სასამართლო სისტემის ე.წ. მეოთხე ტალღას, რომელიც გასულ კვირას პარლამენტმა მიიღო. ეს არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი წინ და მას მივესალმეთ. რა თქმა უნდა, კიდევ რჩება საკითხები, რომლებშიც პროგრესის მიღწევა საჭირო, რათა შეიქმნას მართლმსაჯულების ისეთი სისტემა, რომელსაც ენდობა ყველა მოქალაქე და აშშ ამ კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობას განაგრძობს.

მე ვიტყოდი, რომ პარლამენტი იმუშავა ისეთი პროცესით, რომელიც აქამდე არ არსებობდა. ვგულისხმობ მოსამართლეთა შერჩევის პროცესს. იმპლემენტაციასთან და შედეგთან დაკავშირებით გვაქვს შეშფოთება და გვსურს, გავაგრძელოთ საქართველოსთან თანამშრომლობა, რათა მომავალში მოსამართლეთა დანიშვნა მოქალაქეების მხრიდან ნდობა დაიმსახუროს“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S