Accentnews.ge
სააკაშვილი: საქართველოს მართავენ ოკუპანტის დამქაშები და ვიდრე ეს ასეა, ცალკეული ადამიანის სიცოცხლე და ქართული სახელმწიფოებრიობა იქნება დარტყმის ქვეშ

სააკაშვილი: საქართველოს მართავენ ოკუპანტის დამქაშები და ვიდრე ეს ასეა, ცალკეული ადამიანის სიცოცხლე და ქართული სახელმწიფოებრიობა იქნება დარტყმის ქვეშ

07/11/2023 12:56:47 კონფლიქტები, პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კირბალში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს ეხმიანება.

მისივე თქმით, საქართველოს მართავენ „ოკუპანტის დამქაშები და მანამ, სანამ ეს ასეა, ცალკეული ადამიანის სიცოცხლეც და ქართული სახელმწიფოებრიობა იქნება დარტყმის ქვეშ“.

„ჩემი სამძიმარი თამაზ გინტურის ოჯახს. ძალიან განვიცადე ამ ძალიან ნათელი ადამიანის მკვლელობა ოკუპანტის ხელით. აი, ეს არის კოლაბორაციისა და ბოლომდე დაყვავების პოლიტიკის პირდაპირი შედეგი. იმედია, ხვალ ბრიუსელში ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა არ იცვლება მთავარი რამ - საქართველოს მართავენ ოკუპანტის დამქაშები და მანამ, სანამ ეს ასეა, ცალკეული ადამიანის სიცოცხლეებიც და ქართული სახელმწიფოებრიობა იქნება დარტყმის ქვეშ.

რა უნდა გაკეთდეს, რომ ასეთი ტრაგედიები იქნას თავიდან აცილებული - ჯერ ერთი, უკან დაბრუნდეს პოლიციის სპეცრაზმი, რომელიც ჩვენ დროს იდგა და ოკუპაციის ხაზზე საზოგადოებრივ წესრიგს იცავდა, მეორე - გატარდეს იმ ჩრდილოვანი პოლიტიკის სქემების შეზღუდვა და მოკეტვა, რომელსაც მთელი ეს დრო საქართველოს გავლით რუსეთის ხელისუფლება ახორციელებს და ბოლოს, ძალიან მძლავრად უნდა ვიმუშაოთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ოკუპაციის თემებზე. ცალყბად და სანახევროდ, ეს საქმე არ გამოდის.

ჩვენ დროს, 2008 წლის შემოჭრის შემდეგ, რუსები არა მხოლოდ ვერ ახორციელებდნენ, არამედ ორ შემთხვევაში, უკან გადაწიეს ოკუპაციის ხაზი. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ისევ მიიჩქმალება, სანამ ესენი არიან ხელისუფლებაში. ეს კი ნიშნავს, რომ რუსები სულ უფრო მეტად გავლენ თავს, როგორც ოკუპაციის ხაზებზე, ასევე ჩვენს ქალაქებში. ახლა ჩვენს საზოგადოებას სჭირდება მობილიზაცია ამ ყველაფრის არდასაშვებად“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო მეორე თანამოქალაქე ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S