Accentnews.ge
ისრაელის საელჩო: ვგმობთ რუსული ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს

ისრაელის საელჩო: ვგმობთ რუსული ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს

07/11/2023 13:59:42 კონფლიქტები, პოლიტიკა

ისრაელი გმობს რუსეთის ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტუნის მკვლელობას და მოუწოდებს დაკავებული მოქალაქის, ლევან დოთიაშვილის გათავისუფლებისკენ, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

დიპლომატიური უწყების ცნობით, ისრაელი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

„ღრმა მწუხარებით თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს. ისრაელი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ მხარდაჭერას“, – აცხადებენ საელჩოში.

ცნობისთვის: 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S