
ზურაბ აბაშიძემ ჯერ "არ იცის", დაელაპარაკება თუ არა გრიგორი კარასინს ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხზე
07/11/2023 14:45:50 კონფლიქტები
საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ჯერ "არ იცის", დაელაპარაკება თუ არა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელ გრიგორი კარასინს ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხზე.
"აქცენტის" კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა საუბარი ამ თემაზე, აბაშიძემ უპასუხა, რომ არ უსაუბრიათ. ხოლო დამატებით კითხვაზე, გეგმავს თუ არა, აბაშიძე მოკლე პასუხით შემოიფარგლა, "ვნახოთ".
6 ნოემბერს ოკუპანტებმა კირბალის მკვიდრი თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, გინტურს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები ზურგის არეში აღენიშნება. დაცხრილულია მისი მანქანაც.