
საფრანგეთის ელჩი რუსეთს საქართველოს ტერიტორიების დატოვებისკენ მუწოდებს
07/11/2023 17:18:49 კონფლიქტები
საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გმობს.
„ვგმობ რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას. მოვუწოდებ დაკავებული მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის უკანონო ყოფნის დასრულებისკენ,“ - წერს საფრანგეთის ელჩი.
6 ნოემბერს ოკუპანტებმა კირბალის მკვიდრი თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. გინტურს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები ზურგის არეში აღენიშნება. დაცხრილულია მისი მანქანაც.