
ლანდსბერგისი: რუსი ოკუპანტები მკვლელობას გააგრძელებენ, ვიდრე საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება
07/11/2023 17:23:43 კონფლიქტები
რუსი ოკუპანტები მკვლელობას გააგრძელებენ იქამდე, ვიდრე საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა სრულად არ აღდგება, - აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი მის განცხადებას ლიეტუვის საგარეო უწყება სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.
“მკაცრად ვგმობთ ცხინვალის რეგიონში რუსული საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ერთი მოქალაქის მკვლელობას და მეორის გატაცებას. რუსი ოკუპანტები მკვლელობას გააგრძელებენ იქამდე, ვიდრე საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის, ტერიტორიული მთლიანობა სრულად არ აღდგება”, - განაცხადა ლანდსბერგისმა.
6 ნოემბერს ოკუპანტებმა კირბალის მკვიდრი თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. გინტურს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები ზურგის არეში აღენიშნება. დაცხრილულია მისი მანქანაც.