Accentnews.ge
კოლომინა: NATO მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან

კოლომინა: NATO მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან

07/11/2023 17:59:38 კონფლიქტები

NATO რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა, სასტიკი მოპყრობა და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან. ამის შესახებ უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინამ განაცხადა.

„ჩვენ ვგმობთ რუსი მესაზღვრეების მიერ კირბალთან ახლოს საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და მეორე პირის დაკავებას. მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ,“ - წერს სოციალურ ქსელ X-ზე კოლომინა.

6 ნოემბერს ოკუპანტებმა კირბალის მკვიდრი თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. გინტურს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები ზურგის არეში აღენიშნება. დაცხრილულია მისი მანქანაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S