08-11-2023 12:33:53 ციტატა
"ჩემს ძმას უყვარდა ეკლესია. ჩემი ძმა იყო უშიშარი, სადაც გინდა ყოფილიყო, ყველა ეკლესიაში მივიდოდა, მოილოცავდა და სანთელს დაანთებდა.
შეიძლება, ჭიქა ღვინოც დაელია - ეგ იყო ჩემი ძმა თამაზ გინტური. შევიდა ეკლესიაში და თქვა - ლომისა, გენაცვალეო. ყველა კადრი მძიმე სანახავია, რა ვთქვა, სიტყვები არ მყოფნის",– ამბობს ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა – ნიკოლოზი.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონის – ცხინვალის მედია ავრცელებს ვიდეოს, რომელზეც სავარაუდოდ, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის სიცოცხლის ბოლო წუთები უნდა იყოს ასახული.
ვიდეოს მიხედვით, გინტური აღშფოთებულია რუსების მიერ ტაძრის კარის აჭედვით და აფიქსირეს საკუთარ პოზიციას.
„ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე, შენი ჩამჭედის ...“,– ამბობს გინტური.
შემდეგ ის და ლევან დოთიაშვილი ხსნიან ტაძრის კარს და შედიან ეკლესიაში, „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი”.
კადრები სავარაუდოდ, გინტურის ან დოთიაშვილის ტელეფონით არის გადაღებული.
ვიდეოზე არ ჩანს რუსების გამოჩენის ეპიზოდი და შემდეგ განვითარებული მოვლენები.