Accentnews.ge
„ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე, შენი ჩამჭედის..." – ოსური მედია სავარაუდოდ, გინტურის სიცოცხლის ბოლო წუთების ამსახველ ვიდეოს ავრცელებს

„ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე, შენი ჩამჭედის..." – ოსური მედია სავარაუდოდ, გინტურის სიცოცხლის ბოლო წუთების ამსახველ ვიდეოს ავრცელებს

07/11/2023 19:20:20 კონფლიქტები, საზოგადოება

რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონის – ცხინვალის მედია ავრცელებს ვიდეოს, რომელზეც სავარაუდოდ, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის სიცოცხლის ბოლო წუთები უნდა იყოს ასახული.

ვიდეოს მიხედვით, გინტური აღშფოთებულია რუსების მიერ ტაძრის კარის აჭედვით და აფიქსირეს საკუთარ პოზიციას.

„ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე, შენი ჩამჭედის ...“,– ამბობს გინტური.

შემდეგ ის და ლევან დოთიაშვილი ხსნიან ტაძრის კარს და შედიან ეკლესიაში, „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი”.

კადრები სავარაუდოდ, გინტურის ან დოთიაშვილის ტელეფონით არის გადაღებული.

ვიდეოზე არ ჩანს რუსების გამოჩენის ეპიზოდი და შემდეგ განვითარებული მოვლენები.

ოსური მედია ვიდეოს გვთავაზობს, როგორც „მტკიცებულებას“ იმისა, რომ გინტურმა და დოთიაშვილმა „იცოდნენ, რომ სასაზღვრო კანონს არღვევდნენ“, თუმცა რის საფუძველზე, გაუგებარია.

ოჯახის ინფორმაციით, გინტური დოთიაშვილთან ერთად ჯერ მშობლების საფლავზე იმყოფებოდა, შემდეგ აიარა ლომისას ტაძარში სანთლის დასანთებად, სადაც ოკუპანტები დაედევნენ.

ოსური „გამოძიების“ მტკიცებით, მათ საფრთხე შეუქმნეს „მესაზღვრეებს“ და გვთავაზობენ ვერსიას, თითქოს ოკუპანტები (არსებული ცნობებით, დაახლოებით 9 ადამიანზეა საუბარი) აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდნენ. თუმცა გინტურს ორი ცეცხლნასროლი ჭრილობა ზურგის არეში აღენიშნება, დაცხრილულია მისი ავტომანქანაც, რაც ამყარებს ვერსიას, რომ მას და დოთიაშვილს – შეუიარაღებელ სამოქალაქო პირებს ცეცხლი ტერიტორიის დატოვების მცდელობისას გაუხსნეს.

მკვლელობის მოწმე დოთიაშვილი ამჟამად ტყვეობაში იმყოფება.

იხილეთ ასევე: თამაზ გინტურის ძმა – ეძებდნენ, როგორც 2008 წლის ომის მონაწილეს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S