Accentnews.ge
მკვლელობამდე გინტურთან და დოთიაშვილთან ერთად კიდევ ერთი ადგილობრივი იმყოფებოდა

მკვლელობამდე გინტურთან და დოთიაშვილთან ერთად კიდევ ერთი ადგილობრივი იმყოფებოდა

08/11/2023 10:37:27 კონფლიქტები, საზოგადოება

6 ოქტომბერს ლომისას ტაძართან თამაზ გინტურთან და ლევან დოთიაშვილთან ერთად კიდევ ერთი კირბალელი – თამაზ პაპიტაშვილი იმყოფებოდა. აღნიშნული მოქალაქე კადრებიდან ამოიცნეს ადგილობრივებმა, რომელიც ოსურმა მედიამ გაავრცელა და რომელიც დოთიაშვილის ან გინტურის ტელეფონით უნდა იყოს გადაღებული. საუბარია 7 ნოემბერს გავრცელებულ კადრებზე.

უცნობია, პაპიტაშვილი შეესწრო თუ არა მკვლელობის ფაქტს. მას მედიასთან არ უსაუბრია, თუმცა სავარაუდოდ, გამოკითხეს სამართალდამცველებმა.

„ეს გადარჩა, გამოიქცა... ქვევით იყო. დაინახა და გამოიქცა...ადგილობრივია“,– თქვა ჟურნალისტებთან ერთ–ერთმა ადგილობრიმა. პაპიტაშვილი დანარჩენებმაც ამოიცნეს.

6 ნოემბერს ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთინაშვილი გაიტაცეს. გინტურს ზურგის არეში აღენიშნება ცეცხლნასტროლი ჭრილობები. დაცხრილულია მისი ავტომანქანაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S