Accentnews.ge
ვარჰეი – გინტურის მკვლელობაზე: ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქრთველოს, იპოვოს დამნაშავეები

ვარჰეი – გინტურის მკვლელობაზე: ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქრთველოს, იპოვოს დამნაშავეები

08/11/2023 11:52:03 კონფლიქტები, პოლიტიკა

ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ შემაშფოთებელი უწოდა რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტს.

„თვალს ვადევნებთ იმას, რაც საქართველოში მოხდა, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და შემაშფოთებელი ამბავია, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებს საქართველოს მთავრობა, ასეთი რამ შეიძლება, მოხდეს. მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს, იპოვოს დამნაშავეები, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას",– განაცხადა ვარჰეიმ.

6 ნოემბერს ოკუპანტებმა თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S