Accentnews.ge
ევროკავშირი რუსეთს ლევან დოთიაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი რუსეთს ლევან დოთიაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

08/11/2023 12:06:41 კონფლიქტები

ევროკავშირი რუსეთს ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს,– ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„მინდა, გულწრფელად მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით რუსი მესაზღვრეების მიერ კირბალში მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახისა და მეგობრებს. ევროკავშირი გმობს ამ საზარელ მკვლელობას. რუსეთს მოუწოდებს, დაუყონებლივ გაათავისუფლოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამჟამად გატაცებულია. რუსეთის ოკუპაცია აბსოლუტურად არალეგალურია“,– განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

6 ნოემბერს ოკუპანტებმა თამაზ გინტური ლოკლეს, ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S