Accentnews.ge
„ორმა ჩაიდინა დანაშაული“: გინტურის ძმა ამბობს, რომ მკვლელების ვინაობა გაარკვია

„ორმა ჩაიდინა დანაშაული“: გინტურის ძმა ამბობს, რომ მკვლელების ვინაობა გაარკვია

08/11/2023 14:29:46 კონფლიქტები, სამართალი

ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა ნიკოლოზი ამბობს, რომ მას სავარაუდო მკვლელების შესახებ მიაწოდეს მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია.

„ვინ მოკლა, ვინ ესროლა, რამდენი წლისაა და სად ცხოვრობს, ყველაფერი გადმომიგზავნეს... მსოფლიო გაიგებს მათ ვინაობას... ერთი წოდებით მაიორია. ორმა ჩაიდინა ეს დასნაშაული“,– უთხრა მან ჟურნალისტებს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრ დავით ქაცარავას ცნობით, საუბარია ორ პირზე: 1979 წელის 17 ოქტომბერს დაბადებულ ვასილ დემიდოვზე და 1984 წლის 24 მარტს დაბადებულ ნიკალაი იშჩენკოზე.

ნიკოლოზ გინტური ამბობს, რომ საქართველოს შსს–სთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია:

„რა აზრი აქვს? მწუხარე კაცი ვარ და თუ ვინმეს აინტერესებს, მოვიდეს“.

არსებული ინფორმაციით, ქართველ სამართალდამცველებს გინტურის მანქანაზე წვდომის საშუალება მიეცათ და ამ დროისთვის ტარდება ექსპერტიზა.

მკვლელობა კირბალში 6 ოქტომბერს მოხდა. ოკუპანტებმა თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთაშვილი გაიტაცეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S