
იუკნევიჩიენე: "ამჟამინდელი ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, რომ საქართველო დღეს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად არ არის"
08/11/2023 16:06:28 ციტატა
"საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქართველმა ხალხმა გადაარჩინა - ამჟამინდელი ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, რომ საქართველო, რომელიც ოდესღაც ამ პროცესში ლიდერი იყო, დღეს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად არ არის. ეს არის ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი დანაშაული საკუთარი ხალხის მიმართ", - წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, ევროკომისიის რეკომენდაციაა, ეს ქვეყნები გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე გადავიდნენ. აღნიშნული კანდიდატის სტატუსის მომდევნო ნაბიჯია ევროკავშირში გაწევრიანებამდე.