Accentnews.ge
ფოტიგამ გინტურის მკვლელობისა და დოთიაშვილის გატაცების საკითხი ევროპარლამენტში დააყენა

ფოტიგამ გინტურის მკვლელობისა და დოთიაშვილის გატაცების საკითხი ევროპარლამენტში დააყენა

09/11/2023 06:56:49 კონფლიქტები, პოლიტიკა

კირბალკში ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და კიდევ ერთი მოქალაქის გატაცების საკითხს სავარაუდოდ, ნოემბრის სესიაზე განიხილავს, რომელიც 21 ნოემბერს სტრასბურგში გაიხსნება. შესაბამისი მოთხოვნით ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგამ კონსერვატორების და რეფორმატორების ჯგუფის სახელით მიმართა.

მან კოლეგებს მომხდართან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებისკენაც მოუწოდა.

"6 ნოემბერს საქართველოს ორი მოქალაქე – თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი იმყოფებოდნენ ლომისის ეკლესიაში, რომელიც ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს. მათ ასევე სურდათ ეკლესიის სიახლოვეს მდებარე სასაფლაოს მონახულება. ამ დროს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ერთ-ერთი მათგანი – თამაზ გინტური საქართველოს ტერიტორიაზე მოკლეს, ხოლო მეორე ადამიანი მძევლად აიყვანეს და საოკუპაციო ძალების საპატიმრო დაწესებულებაში, ცხინვალში გადაიყვანეს. მივმართავ ევროპარლამენტს, გაიმართოს დებატები მომხდართან დაკავშირებით და მიიღოს შესაბამისი რეზოლუცია", - განაცხადა ფოტიგამ.

ოკუპანტებმა თამაზ გინტური 6 ნოემბერს კირბალში მოკლეს, მისი თანმხლები ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. გინტურს ზურგის არეში ორი ცეცხლნასტროლი ჭრილობა აღენიშნება, დაცხრილულია მისი ავტომანქანაც, რომელზეც წვდომის შესაძლებლობა ქართველ სამართალდამცველებს 8 ნოემბერს მიეცათ. ავტომანქანას ამჟამად ექსპერტიზა უტარდება.

გინტური ყოფილი სამხედროა. ის იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. მას 11 ნოემბერს დაკრძალავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S