Accentnews.ge
„ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება, ოკუპანტები ხაზს აქეთ გადმოდიან“ – კირბალი დაცვას ითხოვს

„ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება, ოკუპანტები ხაზს აქეთ გადმოდიან“ – კირბალი დაცვას ითხოვს

09/11/2023 07:23:05 კონფლიქტები, საზოგადოება

ოკუპანტების მიერ მოკლული ყოფილი სამხედროს თამაზ გინტურის ძმა – დიმიტრი საქართველოს შს მინისტრს კიდევ ერთხელ მიმართავს კირბალში პოლიციის საგუშაგოს ჩადგმის თხოვნით.

მას აქვს მოლოდინი, რომ ოკუპანტების მხრიდან პროვოკაციები გაგრძელდება, რადგან როგორც თავად აღნიშნავს, ოკუპანტები ხშირად კვეთენ საოკუპაციო ხაზს და იტაცებენ მოქალაქეებს.

„გომელაურს ვთხოვ, სანამ სოფელს ტერიტორიები დაუბრუნდება, გააკეთოს ერთი პოსტი, პოლიციამ იმორიგეოს, რომ სოფლის მოსახლეობა არ შევიდეს და არ მოხდეს ასეთი ტრაგედია. [...]

ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება. სოფლის დაცვა უფრო უნდა გაძლიერდეს, ხაზს აქეთ გადმოდიან [ოკუპანტები]და იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს.

ადგილობრივები ლომისას ტაძართან ასვლის ნებართვას მოითხოვს. სწორედ ამ ტაძართან მისვლის და ოკუპანტების მიერ აჭედილი კარის გახსნის შემდეგ მოკლეს ოკუპანტებმა თამაზ გინტური, ხოლო ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს.

„ტყეებზე აღარ ვლაპარაკობთ, ლომისაზე აგვიშვან, სანთელი რომ დავანთოთ. არ გვიშვებენ, ხალხი იპარება და ისე ადის“,– აღნიშნავს ერთ–ერთი ადგილობრივი ჟურნალისტებთან.

ოკუპანტებმა თამაზ გინტური 6 ნოემბერს კირბალში მოკლეს, მისი თანმხლები ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. გინტურს ზურგის არეში ორი ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება, დაცხრილულია მისი ავტომანქანაც, რომელზეც წვდომის შესაძლებლობა ქართველ სამართალდამცველებს 8 ნოემბერს მიეცათ. ავტომანქანას ამჟამად ექსპერტიზა უტარდება.

გინტური ყოფილი სამხედროა. ის იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. მას 11 ნოემბერს დაკრძალავენ.

იხილეთ ასევე: „ორმა ჩაიდინა დანაშაული“: გინტურის ძმა ამბობს, რომ მკვლელების ვინაობა გაარკვია

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S