Accentnews.ge
სახელმწიფო მინისტრმა თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა

სახელმწიფო მინისტრმა თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა

10/11/2023 07:22:03 კონფლიქტები

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სოფელ კირბალში ჩავიდა. მინისტრმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, თამაზ გინტურის პანაშვიდზე თეა ახვლედიანთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S