Accentnews.ge
ლევან დოთიაშვილი: ყველაფერი დავინახე, მანქანაში ვიჯექი

ლევან დოთიაშვილი: ყველაფერი დავინახე, მანქანაში ვიჯექი

10/11/2023 08:13:47 კონფლიქტები

ლევან დოთიაშვილი, რომელიც ოკუპანტების ტყვეობიდან 9 ნოემბერს გათავისუფლდა აცხადებს, რომ თამაზ გინტურის მკვლელობისას მან ყველაფერი დაინახა.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია "ფორმულას" განუცხადა.

"მაცადეთ ცოტა ხანი, წამოვდგები ფეხზე და ერთიანად ვისაუბრებ. ყველაფერი დავინახე" - განაცხადა დოთიაშვილმა.

დოთიაშვილი ქართულ მხარეს 9 ნოემბერს გადმოსცეს. მას სახის არეში აღენიშნებოდა დაზიანება. სუს–ის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ანთაძემ თავად დოთიაშვილზე დაყრდნობით თქვა, რომ კაცმა დაზიანება უკანონო დაკავებისას მიიღო.

ის ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის ერთადერთი მოწმეა, ამიტომ მისი ჩვენების მიმართ მაღალი ინტერესი არსებობს და როგორც თავად სუს–ში განაცხადეს, გამოძიებისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოებების დასადგენად.

ოკუპანტებმა 6 ნოემბერს ლომისას სალოცავთან მოკლეს გინტური, დოთიაშვილი გაიტაცეს. მან ტყვეობაში სამი დღე გაატარა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S