Accentnews.ge
ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსული ელექტროენერგიის შესაძენად 60 მილიონი რუბლი გამოყო

ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსული ელექტროენერგიის შესაძენად 60 მილიონი რუბლი გამოყო

13/11/2023 11:59:54 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმად, რუსული ელექტროენერგიის შესაძენად 60 მილიონი რუბლი (650 ათასი დოლარი) გამოიყოფა.

როგორც "რადიო თავისუფლება" იუწყება, მანამდე ამ თანხის გამოყენება ელექტროენერგიის აღმრიცხველი მოწყობილობების შესაძენად იგეგმებოდა.

მისი ცნობით, დე ფაქტო დეპუტატებს „ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად თანხების მიზნობრივი გამოყენების კორექტირების აუცილებლობის შესახებ ე.წ. ვიცე-პრემიერმა და "ეკონომიკის მინისტრმა“ კრისტინა ოზგანმა მიმართა.

არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთს რუსული ელექტროენერგია 5 ნოემბრიდან მიეწოდება.

"რადიო თავისუფლების" პროგრამა "ეხო კავკაზასთან" ინტერვიუში კომპანია „ჩერნომორენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა ტიმურ ჯინჯოლიამ განაცხადა, რომ "მიღწეულია წინასწარი შეთანხმება 30 მილიონი კილოვატ/საათის იმპორტზე":

"ერთი კილოვატ/საათის საშუალო ღირებულება დაახლოებით 3.90 - 4 რუბლს შეადგენს. ჩვენ ვყიდულობთ თითქმის ოთხ რუბლად და 1 რუბლად ვყიდით. ამაში აფხაზეთმა 135 მილიონი რუბლი გადაიხადა. აფხაზეთის დელეგაცია პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ხელმძღვანელობით მოსკოვში აწარმოებს მოლაპარაკებებს. თუ ის შედეგიანი იქნება, მაშინ ამ წლის ბოლომდე დაგვჭირდება დაახლოებით 250-370 მილიონი კილოვატ/საათი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S