
ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადმა „ჯეოქეისთან“ ონლაინ ფორმატის შეხვედრა გამართა
14/11/2023 13:49:55 საზოგადოება, რეკლამა
ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰადას მეიცადმა, Zoom-ის საშუალებით ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ წარმომადგენლებთან ვირტუალური შეხვედრა გამართა.
„ჯეოქეისის“ ცნობით, შეხვედრისას ელჩმა დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა ისრაელში 7 ოქტომბერს განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებზე, ასევე ღაზას სექტორში მიმდინარე პროცესებზე. მან შეხვედრის მონაწილეებს ისრაელში არსებულ ვითარებაზე თავისი ხედვები და შეფასებები გაუზიარა. საინტერესო დისკუსია კითხვა-პასუხის ფორმატით დასრულდა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
February
2021
S
M
T
W
T
F
S