
სოხუმი სალომე ზურაბიშვილს პასუხობს
27/05/2019 10:14:44 კონფლიქტები
სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება ოკუპირებული აფხაზეთის რუსიფიკაციის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას „აბსურდულად“ აფასებს.
"საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის პერიოდში ინტელიგენცია, რომელიც აფხაზური ენის შენარჩუნებასა და აფხაზი ხალხის უფლებების გაფართოებას ემხრობოდა, დევნას განიცდიდა. 1992-93, ხოლო შემდეგ 2008 წლის მოვლენებმა თვალნათლივ წარმოაჩინა „აფხაზ ხალხზე ქართული სახელმწიფოს ზრუნვა“. 2008 წელს რუსეთმა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთისთვის საფრთხის წყაროდ ასახელებს, საიმედოდ აღმოფხვრა აფხაზეთის სახელმწიფოს მიმართ საქართველოს აგრესიული ზრახვები და დღესაც ეფექტურად უზრუნველყოფს აფხაზეთის უსაფრთხოებას, ხელს უწყობს მის სოციალურ–ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას. ისტორიულმა გამოცდილებამ დაარწმუნა აფხაზი ხალხი, არ იყოს საქართველოს მხრიდან „ზრუნვის“ იმედად და ამ გამოცდილებამ ქართველ ლიდერებს უნდა უბიძგოს, ახლო წარსულის მოვლენები თავიდან გადააფასონ. მითოლოგიზაციაზე და იარლიყების მიკერებაზე უარის თქმის გარეშე თანამედროვე რეალობას ადექვატურად ვერ შეაფასებ და მომავლის შესახებ კონსტრუქციულ დიალოგს ვერ აწარმოებს“, – ნათქვამია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში.
ცნობისთვის: სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აფხაზური ენა გაქრობის პირასაა, საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის მიუხედავად, რაც იმითაა გამოწვეული, რომ რუსეთი აფხაზი ხალხის, აფხაზური ენისა და კულტურის მიმართ რუსიფიკაციის პოლიტიკას ატარებს.