Accentnews.ge
აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დაუჭირა მხარი, რომელშიც საქართველოს ოკუპაციაზეა საუბარი

აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დაუჭირა მხარი, რომელშიც საქართველოს ოკუპაციაზეა საუბარი

19/12/2019 08:04:00 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. "ჯოჯოხეთური სანქციების" სახელით ცნობილ დოკუმენტში საქართველოს ოკუპაციაზეც არის საუბარი.

"შტატების პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა მოუწოდოს რუსეთის მთავრობას, დაუბრუნოს ყირიმი უკრაინას, დაასრულოს აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის მხარდაჭერა, შეწყვიტოს ოკუპაცია და რუსეთიდან მართული ძალების მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვაში", - ნათქვამია სენატის კომიტეტის მხარდაჭერილ დოკუმენტში.

რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, სენატორები მიიჩნევენ, რომ შეზრუდვები უნდა დაუწესდეს რუსეთის სახელმწიფო ვალს, კიბერსფეროს, ენერგოსექტორსა და საბანკო სფეროებს.

ოპოზიციის წევრები სენატის ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან, თუმცა ამბობენ, რომ ხელისუფლება საერთაშორისო დონეზე საქართველოს საკითხის მაქსიმალურად წამოწევას არ ცდილობს.

ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ აუცილებელია, კონკრეტულად საქართველოს გამოც იყოს დაწესებული რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და მოთხოვნებში, ქვეყნიდან ჯარების გაყვანა უნდა ჩაიწეროს:

"საქართველოს გამოც უნდა იყოს დაწესებული ეს სანქციები. სხვა ქმედითი მეთოდი, ჩვენი ოკუპაციის აქტუალიზაციისა, არ არსებობს. იმიტომ, რომ სანქციების მიზეზებში უნდა იყოს საქართველოს საკითხი და მოთხოვნებში უნდა იყოს საქართველოდან საოკუპაციო ჯარების გაყვანის საკითხი. სწორედ ამ მიზნით, "ევროპულ საქართველოს" შემოტანილი აქვს  რამდენი ხანია პარლამენტში რეზოლუციის პროექტი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" თავის ცეკას მდივნების თამადობით ღალატად გამოაცხადა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S