"შუა დერეფნის" ქვეყნები ჩარჩო შეთანხმებას მოაწერენ ხელს

17-11-2023 15:23:01 კავკასია ,მსოფლიო

ე.წ. "შუა დერეფნის" ქვეყნების მიერ მიმდინარე წლის მარტში ბაქოში ხელმოწერილი პროტოკოლის შესაბამისად, „ჩარჩო შეთანხმება“ მომზადდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის საბაჟო კომიტეტის (SCC) თავმჯდომარის მოადგილე ნატიგ შირინოვზე დაყრდნობით წერს.

როგორც ოფიციალურმა პირმა ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკური დერეფანი: განვითარების იმპულსები“ განაცხადა, „ჩარჩო შეთანხმება“ ხელმოსაწერად პროექტში მონაწილე ყველა ქვეყანას დაეგზავნება.

მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით 20 ნოემბერს ბაქოში კონფერენცია ჩატარდება.

"სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის გამარტივებული საბაჟო დერეფნის შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა“, - აღნიშნა მან.

იხილეთ ასევე: ჯაბაროვი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა საქართველოს ტერიტორიაზე წლის ბოლომდე გაფართოვდება

ასავბაევი: ტრასეკა მხარს დაუჭერს აზერბაიჯანისა და საქართველოს პორტებს შორის კონტეინერებით ტვირთების გადაზიდვის დაწყებას

ახალი ამბები

სხვა სიახლეები