
აბაშიძე: "რუსული ცენტრის გახსნის ფაქტს არ ვადასტურებ"
19/12/2019 12:17:15 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე თბილისში რუსეთის კულტურის ცენტრის გახსნის ფაქტს არ ადასტურებს.
"შვეიცარიის საელჩოში არსებულ რუსეთის ინტერესების სექციასთან რუსული კულტურის ცენტრის გასხნის ფაქტს არ ვადასტურებ. ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება, რაც თქვენ თვითონ შეგიძლიათ გადაამოწმოთ შვეიცარიის საელჩოში", – განუცხადა აბაშიძემ "აქცენტს".
თბილისში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურების საფარი ორგანიზაცია, რუსული კულტურისა და მეცნიერების ცენტრი გაიხსნა, – იუწყება SOVA NEWS. მისივე ცნობით, ცენტრი შვეიცარიის საელჩოში მდებარე რუსეთის ინტერესების დეპარტამენტში იფუნქციონირებს.
ცენტრის გახსნა აბაშიძე-კარასინის პრაღაში ბოლო შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო სამინისტროს ყოფილმა მოადგილემ, სენატორმა გრიგორი კარასინმა რუსულ მედიასთან დააანონსა.