ტასმაგამბეტოვი: სომხეთმა უარი თქვა ОДКБ–სგან "დახმარების" მიღებაზე

20-11-2023 18:08:31 კავკასია

სომხეთმა სთხოვა ОДКБ–ს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია), დღის წესრიგიდან ამოეღო "მისი მხარდაჭერის" შესახებ დოკუმენტი. ამის შესახებ ОДКБ–ს გენერალურმა მდივანმა იმანგალი ტასმაგამბეტოვმა მინსკში ბელარუსის ავტორისარ ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, – იუწყება ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო "ბელტა".

„სომხურ მხარეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სხვა მოკავშირემ მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, არ გამოუხატავს არანაირი ინტერესი ამ დოკუმენტის მიმართ. მეტიც, სამუშაოს დასასრულს მისი დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვეს“, - განაცხადა ОДКБ–ს გენერალურმა მდივანმა.

2023 წელს ОДКБ–ს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება ბელარუსი. ორგანიზაციაში ასევე შედიან რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. მინსკში 22 და 23 ნოემბერს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომები, ასევე სამიტია დაგეგმილი. ცნობილია, რომ სომხეთი ამ ღონისძიებებში არ მიიღებს მონაწილეობას.

მაისშიც გამოტოვა ერევანმა ОДКБ–ს ფარგლებში ღონისძიება და უარი თქვა როგორც წვრთნებში მონაწილეობაზე, ისე ამ წვრთნების მასპინძლობაზე.

სომხეთმა ОДКБ უმოქმედობაში დაადანასაულა განსაკუთრებით სომხეთ–აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში შეიარაღებული ინციდენტების შემდეგ. ქვეყნის პრემიერმა თქვა, რომ უსაფრთხოების სისტემებმა, რომელთაც სომხეთი ეყრდნობოდა, არ იმუშავა.

იხილეთ ასევე: სომხეთის სიურპრიზი პუტინს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები