„თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, აქტიური რეზერვის პირობები იცვლება

21-11-2023 15:20:20 თავდაცვა

„თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, აქტიური რეზერვის პირობები იცვლება.

ცვლილებების თანახმად, პირს აქტიურ რეზერვში სამსახურის შემდგომ, მიუხედავად იმისა, დაარღვია თუ არა კონტრაქტი, სარეზერვო სამხედრო სამსახურში მიღებული სამხედრო წოდება შეუნარჩუნდება.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, სამხედრო წოდების მისანიჭებლად სამხედრო სამსახურის შემდეგი ვადა დგინდება: - უმცროსი სერჟანტიდან სერჟანტამდე − 2 წელი; სერჟანტიდან უფროს სერჟანტამდე − 3 წელი; კაპიტნიდან მაიორამდე − 3 წელი; მაიორიდან ვიცე-პოლკოვნიკამდე − 4 წელი; ვიცე-პოლკოვნიკიდან პოლკოვნიკამდე − 5 წელი.

“თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა. პარლამენტი პროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები