Accentnews.ge
შვეიცარიის საელჩო საქართველოში  რუსული კულტურის ცენტრის გაიხსნას უარყოფს

შვეიცარიის საელჩო საქართველოში რუსული კულტურის ცენტრის გაიხსნას უარყოფს

19/12/2019 14:30:43 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩო უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციასთან რუსული კულტურის ცენტრი გაიხსნა.

როგორც საელჩოში მედიასაშუალებებს განუცხადეს, ასეთი ცენტრის გახსნა არც იგეგმება.

„შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციასთან არავითარი რუსული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი არ გახსნილა. ასეთი ცენტრის გახსნა არც იგეგმება“, – აცხადებენ შვეიცარიის საელჩოში.

ინფორმაცია, თითქოს თბილისში რუსული კულტურის ცენტრი გაიხსნა, პორტალმა „სოვამ“ გაავრცელა.

პორტალის დამფუძნებელი მართა არდაშელია აცხადებს, რომ ინფორმაცია ცენტრის შესახებ „რუსკი მირის“ ვებგვერდზე იყო განთავსებული, თუმცა ცენტრის გახსნა ოფიციალურად არავის დაუდასტურებია.

თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S