გრეგოროვა – თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ რეზოლუციაზე: გვინდა, გაჩვენოთ, რომ თქვენს გვერდით ვდგავართ და რუსეთის არ უნდა შეგეშინდეთ

22-11-2023 21:16:15 ციტატა

"ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციაა [თამაზ გინტურის მკვლელობაზე], რადგან ის ძალიან მკაცრია რუსეთის მიმართ, ასევე იმის მიმართ, რასაც რუსი ჯარისკაცები აკეთებენ მუდმივად. ეს არის მკვლელობაც, "ბორდერიზაციაც" და ოკუპაციაც. ალბათ, არ არის დამთხვევა, რომ მკვლელობა და გატაცება მოხდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შესაძლებლობის გამოცხადებისთანავე. არ ვფიქრობთ, რომ რუსეთი რაიმეს შემთხვევით აკეთებს. ვფიქრობთ, რომ მათ საქართველოს მოქალაქეების და მთავრობის დაშინება სურთ, ჩვენ კი გვინდა, მხარი დაგიჭიროთ და გაჩვენოთ, რომ თქვენს გვერდით ვდგავართ და რუსეთის არ უნდა შეგეშინდეთ", – განაცხადა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვა "ფორმულასთან" საუბრისას.

ცნობისთვის: რა წერია ევროპარლამენტში თამაზ გინტურის მკვლელობაზე წარდგენილ რეზოლუციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები