Accentnews.ge
მედია: ცხინვალის ოკუპირებული რეგიონი შესაძლოა, წამლებისა და საკვების გარეშე დარჩეს

მედია: ცხინვალის ოკუპირებული რეგიონი შესაძლოა, წამლებისა და საკვების გარეშე დარჩეს

23/11/2023 10:08:04 კონფლიქტები

"ჩრდილოთ ოსეთში გაიფიცნენ ბროკერები, რომლებიც ქვემო ზარამაგის გამშვებ პუნქტზე ტვირთებს აფორმებდნენ, შედეგად სამხრეთ ოსეთი შესაძლოა, მედიკამენტებისა და საკვების პროდუქტების გარეშე დარჩეს“, - იუწყება გამოცემა "Сапа".

"რადიო თავისუფლების" პროგრამა "ეხო კავკაზას" ცნობით, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ბიზნესმენებმა, წუხელ სოციალურ ქსელში გაავრცელეს ერთ-ერთი რუსი ბროკერის განცხადება, რომლის თანახმად, "23 ნოემბრიდან 15 დღის განმავლობაში ცხინვალის მიმართულებით ტვირთების გაფორმება შეჩერდება".

"ტვირთის ასპროცენტიანი შემოწმება და აწონა ჩრდილოეთ კავკასიის საბაჟო სამსახურის ზედამხედველობით – თითოეული ტვირთი ახლა ასე გამოიგზავნება. სანამ ეს ყველაფერი არ შეწყდება, სანამ სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა არ მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, სამხრეთ ოსეთში არა მარტო მე, სხვა არავინ დაარეგისტრირებს არაფერს“, - განაცხადა ერთ-ერთმა ბროკერმა ვლადიკავკაზიდან ანონიმურობის დაცვის პირობით.

ბროკერები ელოდებიან, რომ ოკუპირებული რეგიონი რუსეთის მიერ ოქტომბრიდან შემოღებულ საბაჟო გადასახადებს გააუქმებს.

„დიდი იმედი გვაქვს, პრეზიდენტი ალან გაგლოევი რეაგირებას მოახდენს“, - განაცხადა მეწარმეთა კავშირის „Фарн“-ის ხელმძღვანელმა ალბერტ ბალიევმა.

მისი ინფორმაციით, გაფიცვას ის მოსკოველი ბროკერებიც შეუერთდნენ, რომლებიც ოკუპირებული რეგიონის ბროკერებს ტვირთების გაფორმებაში ეხმარებოდნენ.

"რადიო თავისუფლების" პროგრამა "ეხო კავკაზას" ცნობით, რუსულ მხარეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ–ჯერობით არ დაუდასტურებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S