Accentnews.ge
სახელმწიფო მინისტრის აპარატი: გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება

სახელმწიფო მინისტრის აპარატი: გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება

24/11/2023 09:25:49 კონფლიქტები, რეკლამა

სახელმწიფო მინისტრის აპარატის აპარატის ცნობით, "გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება".

"გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის რიგით 27-ე სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ კონფლიქტით დაზარებულ მოსახლეობას, ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, გაეწიოს ფინანსური დახმარება და გაგრძელდეს სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება.

2013 წლიდან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ხელმძღვანელობითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანათავმჯდომარეობით, უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის ფარგლებში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად მიმდინარეობს სოციალური, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა სახელმწიფო პროგრამების განხორციელება", – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S