ცხინვალის ოკუპირებული რეგიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

27-11-2023 10:11:06 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონს გასულ ღამით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. მიზეზად დასახელდა ქარიშხლის შედეგად რუსეთის ფედერაციის სუბიექტის, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება. ოკუპირებულ რეგიონს ელექტროენერგია ჩრდილოეთ ოსეთიდან მიეწოდება.

"რადიო თავისუფლების" ცნობით, ცხინვალის სააგენტო „რესს“ ე.წ. სახელმწიფო ენერგოკომპანია „ენერგორესურსების“ დირექტორმა აცამაზ კაბისოვმა განუცხადა, რომ უამინდობით გამოწვეული ავარიის შედეგად, ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ქვესადგური გაჩერდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები