28-11-2023 11:16:05 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შსს-მ "რუსეთის ფედერაციასთან მოსაზღვრე ტერიტორიებზე" უსაფრთხოების ზომების გამკაცრების შესახებ განაცხადა.
მიზეზი კრასნოდარის მხარეში, მეცნიერებისა და ხელოვნები პარკ "სირიუსში" 28-30 ნოემბრისთვის დაგეგმილი კონფერენციაა, რომელსაც, წინასწარი ინფორმაციით, პრეზიდენტი პუტინიც უნდა დაესწროს.
გარდა ამისა, დე ფაქტო შსს-ს ინფორმაციით, საგზაო-სატრანსპორტო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 28 ნოემბრიდან ამოქმედდა საგზაო პოლიციის საგშაგო "Холодная речка".