ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება დაფიქსირდა

29-11-2023 17:18:55 კონფლიქტები

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წარმომადგენელი დავით ქაცარავა აქვეყნებს კადრებს, რომელიც, მისი თქმით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთიდან არის გადაღებული და საოკუპაციო ძალების გადაადგილებას ასახავს სოფლის სიახლოვეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ დღეს ნამდვილად დაფიქსირდა საოკუპაციო ძალების გადაადგილება ოკუპირებულ ტერირორიაზე სოფლის სიახლოვეს.

მისივე ცნობით, საოკუპაციო ძალები პერიოდულად გადაადგილდებიან ოკუპიტებული ტერიტორიის სიღრმეში და ყველა ასეთი შემთხვევა ქართული მხარეს განსახილველად გააქვს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე.

Новости

Другие новости