ლუდა სალია: ჩვენსა და რუსს შორის არავინ არ დგას!

29-11-2023 19:20:13 კონფლიქტები ,ციტატა

"ჩვენსა და რუსს შორის არავინ არ დგას. ხომ, შეიძლება რაღაცა გაკეთდეს, რომ აქ დადგეს ჩვენი პოლიცია, სოფლის ბოლოში და არა სოფლის თავში...მე მაგალითად, აბსოლუტურად დაუცველი ვარ. შესასვლელში ვის იცავენ, აქ მე რომ დამიჭერენ, თავს მომჭრიან, ტყვიას მესვრიან, მერე გაიგებს პოლიცია" – ამბობს ხურვალეთის მკვიდრი ლუდა სალია.

29 ნოემბერს ანტისაოკუპაციო მოძრაობის მოძრაობის წევრმა დავით ქაცარავამ დრონით გადაღებული კადრები გაავრცელა, რომელიც სოფელ ხურვალეთთან უკანონოდ აშენებულ საგუშაგოებთან რუსი ოკუპანტების გადაადგილებას ასახავს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ დღეს ნამდვილად დაფიქსირდა საოკუპაციო ძალების გადაადგილება ოკუპირებულ ტერირორიაზე სოფლის სიახლოვეს.

მისივე ცნობით, საოკუპაციო ძალები პერიოდულად გადაადგილდებიან ოკუპიტებული ტერიტორიის სიღრმეში და ყველა ასეთი შემთხვევა ქართული მხარეს განსახილველად გააქვს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები