Accentnews.ge
მოსკოვი თბილისისგან ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან "საზღვრების დადგენას" მოითხოვს

მოსკოვი თბილისისგან ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან "საზღვრების დადგენას" მოითხოვს

01/12/2023 10:27:22 კონფლიქტები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას ოკუპირებული ქართული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

უწყების ცნობით, შეხვედრა 30 ნოემბერს გაიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინის, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ირაკლი ტუჟბასა და ცინვალის ე.წ. პრეზიდენტის მრჩევლის კონსტანტინ კოჩიევის მონაწილეობით.

რუსეთის საგარეო ამბობს, რომ აქცენტი გაკეთდა "აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე". კრემლი "პროვოკაციებზე" საუბრობს და ხაზს უსვამს ე.წ. საზღვრების დელიმიტაციის პროცესისი დაწყების აუცილებლობას.

"სასაზღვრო ზონაში ბოლოდროინდელი პროვოკაციების გათვალისწინებით, ხაზი გაესვა სოხუმთან და ცხინვალთან მიმართებაში თბილისის მიერ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების სწრაფ შემუშავების აუცილებლობას. ასევე ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება მათი შემდგომი დემარკირებით", - წერია განცხადებაში.

ოკუპანტებმა 6 ნოემბერს სოფელ კირბალში მცხოვრები თამაზ გუნტური მოკლეს, მისი თანხმხლები ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. შემთხვევა ლომისის ეკლესიასთან მოხდა. გინტური და დოთიაშვილი თანასოფლელებთან ერთად ჯერ სოფლის ნაწილობრივ ოკუპირებულ სასაფლაოზე იმყოფებოდნენ სანთლის დასანთებად, შემდეგ ლომისას ეკლესიაში. გინტურს ზურგში აქვს ნასროლი ორი ტყვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S