Accentnews.ge
ბოკერია – მოლაპარაკებებზე: აფხაზეთი არ არის მხარე, მხარეები არიან მხოლოდ რუსეთი და საქართველო

ბოკერია – მოლაპარაკებებზე: აფხაზეთი არ არის მხარე, მხარეები არიან მხოლოდ რუსეთი და საქართველო

01/12/2023 10:48:35 კონფლიქტები

პარტია "ევროპულ საქართველოში" გამოეხმაურნენ აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შამბას განცხადებას დიალოგის აუცილებლობის თაობაზე და ამ წინადადებაზე მმართველი გუნდის წევების შეფასებებს.

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის გიგა ბოკერიას თქმით, მოლაპარაკებების დროს მხარე ვერ იქნება მარიონეტული რეჟიმი და ის შეიძლება, მხოლოდ საქართველოსა და რუსეთს შორის წარიმართოს.

"ჟენევის მოლაპარაკებებში მხარეები არიან მხოლოდ რუსეთი და საქართველო. ეს იყო ჩვენთვის პრინციპული პოზიცია და ეს უნდა იყოს პრინციპული პოზიცია დღევანდელი ხელისუფლებისთვის. ის, რომ ეროვნულ ინტერესებს იცავდეს იქ მყოფი მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები ხაზგასმით იქ არიან ხოლმე ფორმალურად, მხოლოდ როგორც პერსონალური სტატუსის მქონეები და არა ამ რეგიონების ან ნებისმიერი სუბიექტების წარმომადგენლები. ჩვენი ხედვა იყო და უნდა იყოს, როცა ეროვნული ინტერესების ხელისუფლება გვეყოლება, რომ ისინი არიან უბრალოდ რუსეთის დელეგაციის ნაწილი. ნებისმიერი სხვა ნაბიჯი ამტკიცებს იმ ხაზს, რაც რუსეთს სჭირდება, რომ ეს არის კონფლიქტი, პირველ რიგში, ქართველებს და აფხაზებს და ქართველებს და ოსებს შორის და რომ ისინი არიან მხარე. იმის მაგივრად, რომ თვითონ ერთი-ორჯერ ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად თქვეს, რომ ჩვენ ვცდილობთ დავამკვიდროთ ტერმინი ოკუპირებულიო. თუ შენ ცდილობ, რომ ეს დაამკვიდრო, თავად რატომ უნდა იყენებდე იმ ტერმინს, რომლის შეცვლა გინდა". - აღნიშნავს ბოკერია.

მისივე თქმით, ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით ქართული ოცნების ხელისუფლების განცხადება, რომ მოლაპარაკებებში საქართველოსთან, რუსეთთან, ეუთოსთან, გაეროსთან, აშშ-სა და სხვა წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობენ აფხაზეთის და ცხინვალის "გამოყოფილი რეგიონების" წარმომადგენლები ეროვნული ღალატის ტოლფასი მიდგომის დემონსტრირებაა.

"ეს ტერმინი, გამოყოფილი რეგიონები არის ინერცია 90-იანი წლების და საქართველოს ეროვნული ხელისუფლების, ნებისმიერი ეროვნული ხელისუფლების ამოცანა იყო და უნდა იყოს მომავალში, ამის ჩანაცვლება რეალური შეფასებით, რომ ეს არის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები". - ამბობს ბოკერია.

იხილეთ ასევე: პირველი კომუნიკაცია 30 წლის შემდეგ და რეაქცია თბილისში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S