Accentnews.ge
ვოლსკი: ვადასტურებ, აფხაზეთის მხარეს შენდება გარკვეული სივრცე, ენგურზე საბაჟო ურთიერთობა ნონსენსია

ვოლსკი: ვადასტურებ, აფხაზეთის მხარეს შენდება გარკვეული სივრცე, ენგურზე საბაჟო ურთიერთობა ნონსენსია

01/12/2023 11:58:26 კონფლიქტები, პოლიტიკა

პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ეხმიანება მედიის ცნობებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, ენგურზე საბაჟო ტერმინალის აშენება სურთ და მიმდინარეობს კიდევ რიგი სამუშაოები.

ვოლსკი ერთის მხრივ, ამბობს, რომ აფხაზეთის მხარეს შენდება "გარკვეული სივრცე", მეორეს მხრივ, კატეგორიულად აღნიშნავს, რომ ენგურზე საბაჟო ურთიერთობის ორმხრივი შეთანხმება ნონსენსია.

„ვადასტურებ, რომ აფხაზეთის მხარეს შენდება გარკვეული სივრცე. ისინი ამბობენ და ინფორმაციაც ვრცელდება იმის თაობაზე, რომ საბაჟო სისტემის შემოღება და რაღაც სახელმწიფოებრიობის ნიშნების შემოტანა უნდათ, მაგრამ ფაქტია, ეს გარკვეული პოლიტიკური ტრიუკია იმის გათვალისწინებით, რომ ენგურზე ორმხრივი შეთანხმება საბაჟო ურთიერთობისა, ნონსენსია, გამორიცხულია სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც. ისე გარკვეული შენობების აგებას, არამარტო საბაჟოს, კიდევ Duty free-ს გაკეთებას აპირებენ",– თქვა ვოლსკიმ.

მისი თქმით, "შეიძლება ეს ვიღაცის ინტერესში იყოს, შეიძლება, გარკვეული პოლიტიკური თამაშიც იყოს":

"რა საკვირველია, ამას აქვს ის პასუხი, რაც უკვე გითხარით - საბაჟო ურთიერთობები, ნებისმიერი შეთანხმება დე -ფაქტო ხელისუფლებასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის, სამართლებრივადაც, პოლიტიკურადაც აბსოლუტური ნონსენსია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S