Accentnews.ge
სმეცკის სანატორიუმი იჯარით რუს ინვესტორს გადაეცემა

სმეცკის სანატორიუმი იჯარით რუს ინვესტორს გადაეცემა

01/12/2023 18:29:16 კონფლიქტები

გულრიფშის რაიონში არსებული ნიკოლაი სმეცკის სახელობის ყოფილი სანატორიუმის რუს ინვესტორზე იჯარით გაცემა იგეგმება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელის ბესლან კუბრავას განცხადებით, სანატორიუმი "სახელმწიფო ქონების კომიტეტის იურისდიქციაშია". ამჟამად შენობა პრაქტიკულად დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ კედლები, წერს სააგენტო "აპსნიპრესი".

„2011 წელს გადაწყდა შენობის გრძელვადიანი იჯარით გადაცემა. 2016 წელს კი მოიჯარემ უარი თქვა. დიდი ალბათობით, ობიექტი მისთვის დაუძლეველი აღმოჩნდა, ამიტომ, კონტრაქტი გაუქმდა. დაწესებულება დღემდე სავალალო მდგომარეობაშია. არის განმცხადებელი, რომელსაც სურს გრძელვადიანი იჯარით აიღოს ყოფილი სანატორიუმის შენობა, ეს არის რუსი ინვესტორი. მან საწარმო დაარეგისტრირა აფხაზეთის იუსტიციის სამინისტროში; ეს იყო ჩვენი პირობა, რომ ის აფხაზური ყოფილიყო და გადასახადები გადაეხადა ჩვენს ბიუჯეტს“, - განაცხადა მან.

კუბრავას თქმით, "რეზოლუციის პროექტი მზად არის და წარედგინა აფხაზეთის პრემიერ-მინისტრს. ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის".

„ობიექტი არის ისტორიულ–კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და პროექტში წერია, რომ სახელმწიფო ქონების კომიტეტი იღებს ვალდებულებას იმაზე, რაც ისტორიული შენობიდან შემორჩა", - დასძინა მან.

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი მიიჩნევს, რომ ე.წ. "რეზოლუციის" პროექტში მითითებული უნდა იყოს ობიექტის აღდგენის მიზანი და დრო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S