Accentnews.ge
ეუთო–მ დაგმო აფხაზეთში რუსული საზღვაო ბაზის განთავსება

ეუთო–მ დაგმო აფხაზეთში რუსული საზღვაო ბაზის განთავსება

05/12/2023 11:22:30 კონფლიქტები

ეუთო–ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა, რომელშიც შედიან აშშ, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, დანია, ესტონეთი, ირლანდია, ისლანდია, კანადა, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთი, საქართველოს შესახებ გააკეთა განცხადება ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების 30-ე შეხვედრის შემდეგ.

კერძოდ, ჯგუფმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატა ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსული საზღვაო ბაზის განთავსების შესახებ განცხადებებთან დაკავშირებით. „ეს არის შავი ზღვის რეგიონში ისედაც რთული სიტუაციის დესტაბილიზაციის კიდევ ერთი მცდელობა“, - ნათქვამია ეუთოს წევრი დასავლური სახელმწიფოების განცხადებაში.

განცხადებაში პარტნიორები ადასტურებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, გმობენ „2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას“ და გამოხატავს „ღრმა შეშფოთებას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის გამო“.

მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეთანხმებით, ოჩამჩირეში შავი ზღვის ფლოტის დამხმარე ბაზა იქმნება და იქ რუსული სამხედრო ხომალდები განთავსდება.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს რამდენიმე რუსული ხომალდის დაზიანება–ჩაძირვა, რის შემდეგაც მოსკოვმა გადაწყვიტა, ზოგიერთი გემი ანექსირებული სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკში გადაეყვანა. ოჩამჩირას პორტი, როგორც ჩანს, განიხილება, ერთგვარ ალტერნატივად. 23 ოქტომბერს უკრაინულმა სამხედრო დაზვერვამ დაადასტურა, რომ რუსეთს „ზოგიერთ გემი ოკუპირებული ყირიმიდან ოკუპირებულ აფხაზეთში გადაჰყავს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S