
ხვიჩა კორინთელი უკანონო ტყვეობიდან გაათავისუფლეს
05/12/2023 16:22:16 კონფლიქტები
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მცხოვრები ხვიჩა კორინთელი ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს. მას ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ედავებოდნენ.
დე ფაქტო კაგებეს პრესსამსახურის ცნობით, "5 დეკემბერს, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, კორინთელი გააძევეს რესპუბლიკიდან".
ხვიჩა და დიმიტრი კორინთელები, თანასოფლელ გიორგი მელაძესთან ერთად, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 24 ნოემბერს, სოფლის ეკლესიიდან გაიტაცეს.
უცნობია როდის გაათავისუფლებენ დიმიტრი კორინთელს და გიორგი მელაძეს.