Accentnews.ge
დავითულიანი: დღეს არ გვაქვს ძალა, რომ ტერიტორიები ძალისმიერი მეთოდებით დავიბრუნოთ, რომ გვქონდეს, ასე მოვიქცეოდით

დავითულიანი: დღეს არ გვაქვს ძალა, რომ ტერიტორიები ძალისმიერი მეთოდებით დავიბრუნოთ, რომ გვქონდეს, ასე მოვიქცეოდით

11/12/2023 17:13:28 კონფლიქტები, პოლიტიკა

"ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა დავითულიანმა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. მილიციის მიერ საქართველოს მოქალაქის თემურ კარბაიას მკვლელობის თემაზე საუბრისას თქვა, რომ საქართველოს არ აქვს ძალისმიერი მეთოდებით ტერიტორიების დაბრუნების ძალა.

"სამწუხაროდ, დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის ძალა, რომ ეს ტერიტორიები დაუყოვნებლივ დავიბრუნოთ ძალისმიერი მეთოდებით. რომ გვქონდეს, აუცილებლად ასე მოვიქცეოდით, ალბათ, აი, იმ პირობებში, როცა რაღაცები ხდება იქ, ჩვენი მოქალაქეების უფლებებს არღვევენ და კლავენ",- თქვა დავითულიანმა.

მისივე თქმით, არსებულ მოცემულობაში უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ინსტრუმენტებით და შესაძლებლობებით, რაც გაგვაჩნია, მაქსიმალური გავაკეთოთ ჩვენი თანამემამულეების უფლებების დაცვისთვის.

"ეს არის საერთაშორისო ინსტრუმენტები, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ მუშაობა მიდის, რათა შედეგი იქნას მიღწეული და რაც შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების უფლებები“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ცნობისთვის: "ქართული ოცნების" ოფიციალური პოზიციაა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს. ამ პოზიციასთან მოდის წინააღმდეგობაში დავითულიანის განცხადება.

ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დავითულიანმა უპასუხისმგებლო უწოდა თემურ ალასანიას განცხადებას ოკუპირებული ტერიტორიების ძალის გამოყენებით დაბრუნებაზე.

„როდესაც აფხაზებსა და ოსებზე ვსაუბრობთ, ეს იმდენად სენსიტიური თემაა, რომ ჩემი აზრით, ყველამ უნდა დააძალოს თავის თავს, რომ ცოტა მეტი იფიქროს, სანამ ასეთ მკვახე ან მძიმე განცხადებებს გააკეთებენ.

თან ერთი მხრივ ამტკიცებენ - „არა, რა სისულელეა, ომი ვის უნდოდა“, მეორე მხრივ, დგანან და ამბობენ, "ომის გარეშე ვერ დავიბრუნებთო". იქით მხარეს ხალხი გვისმენს. ყოველი ასეთი სულელური, უპასუხისმგებლოდ გაკეთებული განცხადება აღქმული არის ძალიან მწვავედ“, - ამბობდა დავითულიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S