Accentnews.ge
ინალ არძინბა სირიაში იმყოფება

ინალ არძინბა სირიაში იმყოფება

12/12/2023 11:12:50 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სირიაში „აფხაზურ-სირიული დღის წესრიგის საკითხების განსახილველად იმყოფება“.

ე.წ. „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ ინფორმაციით, არძინბამ სირიის თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის გენერლებთან ერთად დამასკოში უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან „ქვეყნის თავიუსფელბისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირების" ხსოვნას მიაგო პატივი. ასევე დაათვალიერა სირიის არაბთა რესპუბლიკის სამხედრო დიდების მუზეუმი და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა.

დაგეგმილი „ოფიციალური შეხვედრების“ შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

სირიამ 2018 წლის მაისში რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონები – აფხაზეთი და ცხინვალი "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარა. საქართველოს მთავრობამ ამ ფაქტის გამო სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S