Accentnews.ge
აფხაზი ომბუდსმენი თემურ კარბაიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აფხაზი ომბუდსმენი თემურ კარბაიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

12/12/2023 11:51:19 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ომბუდსმენი ანას ქიშმარია გალის რაიონის მკვიდრი თემურ კარბაიას საქმესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

მასში, კერძოდ, ნათქვამია, რომ "ომბუდსმენა თხოვნით მიმართა აფხაზეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს, შს მინისტრს, გალის რაიონის პროკურორსა და შს განყოფილების უფროსს, უმოკლეს ვადებში განახორციელონ ამ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შემოწმება და შედეგები ომბუდსმენის აპარატს წარუდგინონ".

"სახალხო დამცველი ხაზსს უსვამს დაკავებულ პირთა მიმართ გადამეტებული ფიზიკური ზემოქმედებისა და ძალადობის აქტების დაუშვებლობას და მოუწოდებს სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებს, მკაცრად დაიცვან აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის გარანტირებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები" - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გალის ოკუპირებული რაიონის მკვიდრის, საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია "მოძრაობის აფხაზეთისთვის" ლიდერმა ნუკრი ნოდიამ და "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერმა დავით ქაცარავამ გაავრცელეს. მოგვიანებით დაღუპულის ახლობელმა განუცხადა "რადიო თავისუფლებას", რომ "მილიციელებმა კარბაიას მრავლობითი ტრავმები მიაყენეს".

თავის მხრივ აფხაზეთის დე ფაქტო შს-ს ინფორმაციით, კარბაია 6 დეკემბერს გალის ბაზართან დააკავეს, რის შემდეგაც იგი "საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა და ცდილობდა, თვითდაზიანებები მიეყენებინა". როგორც დე ფაქტო უწყებაში ირწმუნებიან, სამართალდამცველებმა კარბაია "მედიკამენტოზური ჩარევისთვის" რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო 7 დეკემბერს "პროფილაქტიუკური საუბრის ჩატარების შემდეგ" გაათავისუფლეს. დე ფაქტო უწყების კომენტარში აღნიშნულია, რომ კარბაია 9 დეკემბერს სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც იგი 1 დღით ადრე გალის საავადმყოფოდან გადაიყვანეს, ამ უკანასკნელს კი მან "ჯანმრთელობის გაუარესების გამო მიმართა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S