Accentnews.ge
სახელმწიფო მინისტრი: გამოვთქვამთ მზაობას, რომ ევროინტეგრაციის მონაპოვარი თანაბრად გავავრცელოთ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე

სახელმწიფო მინისტრი: გამოვთქვამთ მზაობას, რომ ევროინტეგრაციის მონაპოვარი თანაბრად გავავრცელოთ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე

12/12/2023 17:58:44 კონფლიქტები

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი აცხადებს, რომ მზადაა, ევროინტეგრაციის მონაპოვარი თანაბრად გავრცელდეს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე. ამის შესახებ მან პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

"პატივცემულო პარლამენტის წევრებო, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე გამოწვევების, პროვოკაციული ქმედებებისა თუ უფრო ფართე რეგიონში შექმნილი ვითარების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა განუხრელად, თანმიმდევრულად და ინტენსიურად განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას და ამ მხრივ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო - საკუთარი სამშვიდობო ვალდებულებების ერთგული რჩება. იმავდროულად, უწყვეტად მუშაობს, რათა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა უახლოეს მომავალში რეალობად აქციოს. სწორედ მშვიდობის განმტკიცების, სტაბილურობის და მდგრადი განვითარების პრინციპები, ეროვნული და ერთიანი ევროპული ღირებულებები ქმნის მყარ ფუნდამენტს ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად. გამოვთქვამთ მზაობას, რომ ევროინტეგრაციის მონაპოვარი თანაბრად გავავრცელოთ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე; შევთავაზოთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს ახალი შესაძლებლობები და უკეთესი მომავლის პერსპექტივა ერთიან, დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოში. დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა, განვითარება და ევროპული მომავალი, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ყველა ჩვენგანის ისტორიული არჩევანია", – განაცხადა მინისტრმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S