Accentnews.ge
საელჩო: აშშ-ის მხარდაჭერა აძლიერებს საქართველოს სანაპიროსა და ტერიტორიული წყლების მონიტორინგის შესაძლებლობას

საელჩო: აშშ-ის მხარდაჭერა აძლიერებს საქართველოს სანაპიროსა და ტერიტორიული წყლების მონიტორინგის შესაძლებლობას

13/12/2023 11:01:22 პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, შეერთებული შტატების მხარდაჭერა აძლიერებს საქართველოს სანაპიროსა და ტერიტორიული წყლების მონიტორინგის შესაძლებლობას.

"ელჩი რობინ დანიგანი მადლიერია ბათუმში, საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურში ვიზიტით. აქ კარგად ჩანს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის დადებითი გავლენა. ელჩმა მოისმინა, როგორ ზრდის აშშ-ის ინვესტიციები საქართველოს შესაძლებლობას, აკონტროლოს საზღვაო მიმოსვლა შავი ზღვის აღმოსავლეთით.

ერთობლივი საზღვაო ოპერაციების ცენტრში, რომელიც 2013 წელს აშშ-ის დიდი მხარდაჭერით შეიქმნა, ელჩმა დანიგანმა იხილა ქართული სააგენტოების ერთობლივი მუშაობის შთამბეჭდავი ძალისხმევა, რაც საქართველოს საზღვაო უსაფრთხოებას ზრდის. ელჩმა დანიგანმა ისიამოვნა ვიზიტით და იმედი აქვს, რომ მალე დაბრუნდება", – ნათქვამიადიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S