Accentnews.ge
აბაშიძე - აფხაზებს და ოსებს: გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, რომ გამოიყენოთ ის მონაპოვარი და სარგებელი, რომელსაც ევროპასთან ინტეგრაცია გვთავაზობს

აბაშიძე - აფხაზებს და ოსებს: გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, რომ გამოიყენოთ ის მონაპოვარი და სარგებელი, რომელსაც ევროპასთან ინტეგრაცია გვთავაზობს

15/12/2023 08:18:17 კონფლიქტები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს მოქალაქეებს ულოცავს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, აღნიშნავს, რომ "ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა ჩვენი ისტორიული არჩევანია და დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა როგორც უაღრესად მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა".

მისი თქმით, საქართველოს მიეცა რეალური შანსი, რომ უახლოეს მომავალში დაუბრუნდეს ევროპის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სივრცეს.

ის მიმართავს აფხაზებს და ოსებს, გამოიყენონ ის უნიკალური შესაძლებლობა, რომელსაც ევროპასთან ინტეგრაცია იძლევა.

„კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი პოლიტიკის შედეგია - სწორედ ამიტომ დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის ინსტიტუტების ჩართულობა გადამწყვეტ როლს ითამაშებს როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მშვიდობიანი რეინტეგრაციის უზრუნველყოფის, აგრეთვე ნდობის აღდგენისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში.

მივმართავ ჩვენს აფხაზ ძმებსა და დებს, თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, რომ გამოიყენოთ ის მონაპოვარი და სარგებელი, რომელსაც ევროპასთან ინტეგრაცია გვთავაზობს. სწორედ ევროპულ ფასეულობათა დაცვა და მოფრთხილება უზრუნველყოფს ყველა მოქალაქისთვის ეთნიკური, კულტურულ-ენობრივი იდენტობის შენარჩუნებასა და პოლიტიკური უფლებების ხელშეუხებლობას.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სამშვიდობო პოლიტიკა და ევროპული ღირებულებების დამკვიდრება არის ქვეყნის კეთილდღეობის, დემოკრატიის, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საუკეთესო გზა, რომელიც მყარ საფუძველს უქმნის თითოეული მოქალაქის უკეთეს მომავალს. ეს შესაძლებლობა ღიაა ყველასათვის, ვისაც სურს წვლილი შეიტანოს საქართველოს ევროპული მომავლის მშენებლობაში.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერებს, მათ, ვინც ღირებული წვლილი შეიტანეს დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილების მიღებაში“,- განაცხადა აბაშიძემ, რომლის კომენტარსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S