Accentnews.ge
აფხაზური მედია: სოხუმისა და თბილისის წარმომადგენლებმა ზუგდიდში ენერგეტიკის საკითხებზე საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს

აფხაზური მედია: სოხუმისა და თბილისის წარმომადგენლებმა ზუგდიდში ენერგეტიკის საკითხებზე საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს

25/12/2023 13:31:47 კონფლიქტები

თბილისში არ აკეთებენ კომენტარს აფხაზური მედიის ინფორმაციაზე ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ენერგეტიკის საკითხებზე მოლაპარაკებების გამართვის შესახებ.

აფხაზურმა გამოცემა "Нужная газета"-მ 23 დეკემბერს წყაროებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ, რომ 22 დეკემბერს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის "ეკონომიკის მინისტრი/ვიცე-პრემიერი" კრისტინა ოზგანი ზუგდიდში იყვნენ ჩასულები, სადაც ენგურჰესის ქართული ნაწილის წარმომადგენლებს შევდნენ.

"წყაროების ინფორმაციით, აფხაზეთის ხელისუფლებამ ელექტროენერგიის საქართველოდან მოწოდება ითხოვა" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, "Нужная газета" მიუთითებს დე ფაქტო ხელისუფლების "მცდელობაზე, ეს ინფორმაცია ხალხს დაუმალოს".

როგორც ცნობილია, ამ ზამთარს რუსულმა მხარემ აფხაზურს ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდებზე უარი უთხრა. მედიის ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლებამ უკვე გადაუხადა მოსკოვს 700 მლნ რუბლი (7.6 მლნ დოლარი).

გამოცემა "ეხო კავკაზამ" კომენტარისთვის ენგურჰესისა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახურებს მიმართა, თუმცა პუბლიკაციის მომენტისთვის პასუხი მიღებული არ ჰქონდა.

კრისტინა ოზგანის ზუგდიდში ვიზიტის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს არც შესაბამისი აფხაზური სტრუქტურები აკეთებენ.

ქართველი ენერგეტიკოსი გია აბაშიძე კი "ეხო კავკაზასთან" ინტერვიუში არ გამორიცხავს, რომ მხარეებს, მათ შორის, "ვარდნილჰესების" აღდგენის საკითხზეც ემსჯელათ.

იხილეთ ასევე: ენგურჰესის ბნელი მხარე

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S