
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა
27/12/2023 05:40:17 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა.
ე.წ. პარლამენტის სხდომაზე დასწრების უფლება მხოლოდ აფხაზური ტელევიზიის ჟურნალისტებს მიეცათ.
ოპოზიციონერებმა და საზოგადოების წარმომადგენელბმა დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებას "სამარცხვინო" უწოდეს და მისი გაუქმება მოითხოვეს.
მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ შეთანხმებაში ყველა საჭირო ტექნიკური შესწორება განხორციელდა „რუსეთისა და აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ნოტების გაცვლის გზით“, რაც, მისი თქმით, „შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ზოგადი ნორმებს, ასევე ვენის 1969 წლის 23 მაისის კონვენციას საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“.
რუსეთის ე.წ. ელჩმა მიხეილ შურგალინმა განაცხადა, რომ შეთანხმება არ ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციისთვის იმ მიწის გადაცემას, რომელზეც ობიექტი მდებარეობს:
„ტერიტორია იჯარით არის გაცემული 49 წლით. საკუთრებაში გადავა მხოლოდ შენობები, რომელთა მოვლა-შეკეთებას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური განახორციელებს. მოსახლეობის უმრავლესობისთვის ეს ობიექტი ასოცირდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, რომელმაც არაერთხელ გამართა სამუშაო შეხვედრები სახელმწიფო აგარაკში, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან“.
"აფსნიპრესის" ცნობით, შეთანხმების რატიფიცირებას 28 ე.წ დეპუტატიდან 26-მა დაუჭირა მხარი.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობასთან ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის მოწინააღმდეგეებმა შეკრება სოხუმში 26 დეკემრის საღამოს დაიწყეს მანამდე ცნობილი გახდა, რომ საკითხის განხილვა 28 დეკემბრის ნაცვლად, 27 დეკემბრს გადაწყდა.