Accentnews.ge
NATO – ბიჭვინთაზე: ალიანსი კვლავაც სოლიდარულია ჩვენი ახლო პარტნიორის - საქართველოს მიმართ

NATO – ბიჭვინთაზე: ალიანსი კვლავაც სოლიდარულია ჩვენი ახლო პარტნიორის - საქართველოს მიმართ

28/12/2023 15:54:01 პოლიტიკა

NATO–ში ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის ფაქტს ეხმიანებიან და აღნიშნავენ, რომ "ალიანსი კვლავაც სოლიდარულია ახლო პარტნიორის - საქართველოს მიმართ".

"უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მიწის რუსეთისთვის გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. NATO აგრძელებს სოლიდარობის გამოხატვას საქართველოს მიმართ, რომელიც ჩვენი ახლო პარტნიორია", – განუცხადა "აქცენტს" NATO–ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ცნობისთვის: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. კანონებს ხელი მოაწერა და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.

რუსულ მხარეს 49 წლით ეძლევა მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მდებარეობს ობიექტი და ობიექტის მიმდებარე ზღვის აკვატორია. სანაცვლოდ რუსეთი თითოეულ ნაკვეთზე გადაიხდის ქირას, წელიწადში 1 რუბლს. რუსეთის მხარეს აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე უფლება აქვს აწარმოოს კაპიტალური მშენებლობა. აშენებული შენობა-ნაგებობები რუსეთის მხარის საკუთრებაში იქნება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ "რუსული მხარე იყენებს ობიექტს, მიწის ნაკვეთებს და ზღვის მონაკვეთს სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად, სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით. ასევე - რეკრეაციული მიზნებისთვის.მხარეები თანხმდებიან, რომ დოკუმენტი იდება 49 წლით და ავტომატურად გახანგრძლივდება შემდეგი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S