09-01-2024 19:13:49 მსოფლიო
შვედეთი საქართველოს 5 მლნ კრონას (485 000 აშშ დოლარი) ოდენობის დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში შვედეთის საელჩო ავრცელებს.
მისი ცნობით, შვედეთი NATO-ს უკრაინის დახმარების ფონდს კიევისთვის 50 მილიონ კრონას გადასცემს.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი საქართველოს მსგავსად, მოლდოვა შვედეთისგან 5 მლნ კრონას ოდენობის დახმარებას მიიღებს.
დიპლომატიური უწყების ცნობით, "თანხა მოხმარდება სხვადასხვა მიზნებს, მათ შორის სამხედრო ტექნიკის შესყიდვას, ნაღმების გაწმენდას, კრიზისების მართვას, კიბერუსაფრთხოებას და განათლებას".